აშშ უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდა, 2023 წლის სექტემბრისთვის უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა შეერთებული შტატების ხაზინის მდივან ჯანეტ იელენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„წელს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი, დაახლოებით, 38 მილიარდი დოლარია. სექტემბრისთვის მათ აიღეს ვალი და ამ პერიოდში უკვე 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფენ უკრაინას“ , - განაცხადა შმიგალმა.

მან გაიხსენა, რომ გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უსწრაფესი აღდგენის მიმართულებით უჭერს მხარს, შესაბამისად, 1,5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი ამ მიზნებისთვის, ისევე როგორც დამატებით 1,1 მილიარდი - უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის მხარდასაჭერად, „სადაც ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად არის გათვალისწინებული".

უკრაინის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ახლა უკიდურესად ეხმარება სახელმწიფოს მრავალდონორიანი საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, რაც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ეფექტურად კოორდინირება გაუწიოს მუშაობას G7-ის ქვეყნებთან, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციასთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში