სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ: ვაი და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე მოგვცენ კანდიდატის სტატუსი - ამიტომ შექმნიან დამატებით ბარიერებს ევროკავშირის გზაზე

დემონსტრაციულად არაფერს არ გააკეთებენ და შექმნიან დამატებით ბარიერებს ევროკავშირის გზაზე, ისინი ყველაფერს უყურებენ ასე: რა ახალი ბარიერი შევქმნათ, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარშის გადაცემის ფაქტს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ განზრახ დგამს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რადგან 12 პუნქტის არ შესრულების მიუხედავად, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მაინც არ მოგვანიჭოს.

„ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემა და ტკივილი, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მხოლოდ რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციებს აღიარებს, წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. გავიხსენოთ წინა ზაფხულის მოვლენები - ერთი გვარამიას დაპატიმრება და მეორე, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ არაფრით არ შეიძლება მოსმენების შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება. სპეციალურად ორივე გააკეთეს, რომ გაეფუჭებინათ პროცესი და პლუს ამას, მიაყოლეს ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ არ დაეჭირათ გვარამია, ანტიდასავლური, ანტიევროპული ისტერია რომ არ დაეწყოთ და იმ კანონებზე, მოსმენების შესახებ კანონზე განსაკუთრებით, ასევე საერთო მოსამართლეების შესახებ, საერთოდ პროცესი რომ გაეჩერებინათ, ჩვენ დიდი ალბათობით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, მაგრამ სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი. ახლა იმავეს აკეთებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტი არ შესრულდა და არც აპირებენ შესრულებას, ვაი და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი?“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის