ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა

ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის“ ტიტულის მფლობელი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia 7 დაცული ტერიტორია ჩართული იყო. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

„ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს. საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონს მიუყვება. ბილიკი ვიწროა და წრიული მოგზაურობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკი 152 მეტრის სიმაღლეზეა, ბილიკის გვირგვინს კი, პანორამული გადასახედი წარმოადგენს.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - Welcome to Georgia ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში