ლევან იოსელიანი - თუ მთავარი ბრალდება ისაა, რომ ჩემი პერსონა რაღაც „ლინკებით“ უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ

თუ მთავარი ბრალდება ისაა, რომ ჩემი პერსონა რაღაც „ლინკებით“ უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ამავე პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინა.

იოსელიანს იმედი აქვს, რომ მისი კანდიდატურის ირგვლივ კონსენსუსი იქნება.

„ნამდვილად მაქვს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა, არასამთავრობო სექტორის პოზიცია რა არის, არ ვიცი. თუ როგორც ბრძანეთ, მთავარი ბრალდება არის ის, რომ ჩემი პერსონა რაღაც „ლინკებით" უკავშირდება "ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ. მე ყველას ვთხოვ, დადონ ჩემი განცხადება უფლებების დაცვის ნაწილში, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო უფლებების მხარეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, ან შეიცავდა დისკრიმინაციას. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, მაგრამ ამის მიუხედავად მაქვს იმედი, რომ ვიქნები პარლამენტში ის კონსენსუსური ფოგურა, რომლის გარშემოც შეიკვრება 90 ხმაზე მეტი“,- განაცხადა იოსელიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს მხარდაჭერას, რომელიც არ დგას „აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში და აღნიშნა, რომ ის ამ განცხადების ადრესატი არ არის, რადგან მისი ინიცირების დღიდან არგუმენტირებულად ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას ეთერებსა თუ გამოსვლებში და ყველას მოუწოდებს, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

რაც შეეხება ლომჯარიას პოზიციას, რომ არ ახსოვს მისი მხარდაჭერა მაშინ, როცა სახალხო დამცველი იყო თავდასხმის მსხვერპლი, იოსელიანი აცხადებს, რომ ლომჯარიას საქმიანობას ყოველთვის დადებითად აფასებდა.

„მე ნინო ლომჯარიას საქმიანობას ვაფასებდი ყოველთვის დადებითად და როცა მან დაასრულა საქმიანობა, თუ არ ვცდები „პალიტრას" ეთერში მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ ის იყო კარგი სახალხო დამცველი“, - განაცხადა იოსელიანმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა