სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანის მუქარით იძულება, იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ტრეფიკინგია და ამის განხორციელებას აპირებენ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სავალდებულო გაწვევით

ადამიანის მუქარით იძულება, იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ტრეფიკინგია და ამის განხორციელებას აპირებენ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სავალდებულო გაწვევით - ვითხოვთ ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო გაწვევაზე, რომ ამაში ჩართული არ აღმოჩნდნენ ჯარისკაცები, რომელთაც გაწვევის აღსრულება დაევალებათ,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ და მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა მიღება სამხედრო რეფორმის გატარებამდე მოესწროს.

"ჩვენი კანონმდებლობით ტრეფიკინგი მოიცავს ადამიანის მიმართ უკანონო გარიგებას, ძალადობას უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, სარგებლობის მიღების მიზნით, ექსპლუატაციის გზით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს მუქარით აიძულებენ იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ეს არის ტრეფიკინგი და ისჯება კანონმდებლობით. ჩვენი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს ეს განახორციელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც ისინი ეძახიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ციხის მუქარით უნდათ წაიყვანონ ათასობით ახალგაზრდა ბიჭი მათი ნების წინააღმდეგ და 125 ლარად თვეში, ფაქტობრივად, უფასოდ ამუშაონ ზოგი "შლაგბაუმზე", ზოგი "ვიშკაზე" და ა.შ. ეს არის სტანდარტული ტრეფიკინგის განმარტება. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებით, სანამ სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება ქვეყანაში, არ ვრცელდებოდეს ტრეფიკინგის მუხლი სავალდებულო გაწვევაზე, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სადისტური და ამორალური კანონი, რომელზეც ვმსჯელობთ, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ ამ პროცესში ჩაერთვება უამრავი სამხედრო, რომლებმაც ეს უნდა აღასრულონ. ანუ სამხედროებს დავაკისრებთ პოლიციის ფუნქციებს, რომ სდიონ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ჯარში წასვლა და მათი ნების წინააღმდეგ წაიყვანონ, საბოლოო ჯამში პროფესიონალ ჯარისკაცთან ერთად იდგება ადამიანი, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ წავიდეს ჯარიდან, ეს არის უპატივცემულობა ჯარის, ჯარისკაცის მიმართ და ზოგადად, როცა მთავრობა ჯარისკაცს უყურებს როგორც ადამიანს, რომელსაც თვეში 125 ლარი უნდა უხადოს, ეს ყოვლად დაუშვებელია. ისე გამოვა, რომ ტრეფიკინგში ჩაერთვებიან პატიოსანი ჯარისკაცები, არ გვინდა ასეთი შეურაცხყოფა მივაყენოთ ჩვენს ჯარს. ამაზე პასუხი უნდა აგონ პოლიტიკოსებმა და ყველა, ვინც მხარს დაუჭერს სავალდებულო ჯარს, განდევნილი უნდა იქნან პოლიტიკური სივრციდან. უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის არსი და ჩვენ ვითხოვთ მისი დაჩქარებულო წესით მიღებას, რომ მოესწროს სამხედრო რეფორმას და არ მოხდეს ისე, რომ ჩვენი ჯარისკაცები გახდნენ სისხლის სამართლის კოდექსის დამნაშავეები,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025