გურამ მაჭარაშვილი - ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება

შემიძლია ვთქვა, რომ ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ის ხმაური და პროტესტი, რომელიც პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

აღნიშნულ სხდომათა დარბაზში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ოპოზიცია და მესამე სექტორი ამ სხდომის დაწყებისა და საერთოდ ამ კანონპროექტის განხილვის წინააღმდეგი იყო, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათსა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება. სწორედ ამ დროს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც აყირავდა სკამები და მაგიდები. მიუხედავად დაპირისპირებისა, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მაინც დაიწყო.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაარეგისტრირეს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში, ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი ამერიკულია და არა, რუსული.

სხდომაზე მათ გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით მმართველი პარტია საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. ამასთან მან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეახსენა ის წერილი, რომელიც სამხარაძეს მისსავე სტუდენტებმა მისწერეს. სტუდენტები თხოვნით მიმართავენ სამხარაძეს, დაარწმუნოს მისი კოლეგები იმაში, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ არ მიიღონ.

„რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და რა აკეთებ თქვენ ამ დროს, აკეთებთ იმას, რომ ფიანდაზებით დახვდეთ“, - მიმართა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებს.

აქუბარდიას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი-დაჩი ბერაია და აღნიშნა, რომ მათ მიერ ინფიცირებულა კანონპროექტი სინამდვილეში არის ამერიკული და არა რუსული, რაზეც თეონა აქუბარდიამ მას უპასუხა: „გაჩერდი ერთი, რა, წიგნი არ წაგიკითხავს ცხოვრებაში“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, დაჩი ბერაია ამტკიცებდა იმას, რომ „ეს კანონი არ ეხება ჯაშუშებს“.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა