ნიკოლოზ სამხარაძე - სიმართლე არ არის ის, რომ ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას რამენაირად შეიძლება ხელი შევუშალოთ

ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის, ჩვენ ამის გარანტი ვართ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ამ კანონის მიღება ან არ მიღების საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით იხელმძღვანელებენ.

„პირველ რიგში მინდა, რომ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს დაუდასტურო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ჩვენი ქვეყნების ინტერესების წინ წასაწევად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასევე, მინდა ვუთხრა, რომ არავინ ამ კანონპროექტით არავის არ არქმევს არც ჯაშუშს და ამ ადამიანებს არავინ არ დაარქმევს აგენტს, ეს არ არის სიმართლე.

თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ 12 რეკომენდაციიდან არის ასევე კანონები, რომლებიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. შესაბამისად, ეს კანონპროექტიც გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი დარწმუნებულები ხართ, რომ ვენეციის კომისია არ მოგვცემს ისეთ დასკვნას, რომელიც შეეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ეს კანონპროექტი, თუ იქცევა კანონად, იმ სახით იქცევა კანონად, რომ ეს კანონი არანაირად არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენ ვართ ამის გარანტი. ეს საკითხი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე შეთანხმებულია და შესაბამისად, ამ კანონის მიღება ან არ მიღების საკითხზე ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, ეს არის მთავარი. შესაბამისად, სიმართლე არ არის ის, რომ ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას რამენაირად შეიძლება ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო