პაატა დავითაია  - კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ რეაქციას საზოგადოების მხრიდან

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარლამენტში განვითრებულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტში ძალიან მძიმე ფორმით განვითარებული მოვლენები იწვევს პოლარიზაციის გამწვავებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილ ნორმას - ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

ყოვლად მიუღებელია ის ქმედებები, რაც განხორციელდა კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე, როდესაც პარლამენტის წევრებს არ მიეცათ განხილვაზე დასწრების, საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. გაურკვეველი ძალების მიერ მოხდა ზეწოლა დეპუტატებზე და მათი იძულებით გამოყვანა დარბაზიდან. ასევე კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტთან პროტესტის და საკუთარი ნების გამოსახატად მისული ადამიანების დაკავება.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა და გაითვალისწინოს ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორების მოწოდება, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ რეაქციას საზოგადოების მხრიდან, რაც ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს მიდის რადიკალური პოლარიზაციის პროცესი, რაც პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს უნდა გააცნობიეროს „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პასუხისმგებელია მთელ ამ პროცესზე - აცხადებს პაატა დავითაია.

განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო