"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, "დაუყოვნებლივ აღუდგინოს" ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა.

"უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.

ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული მედიის, პუბლიკის და ტაბულას, ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა.მედიის ადვოკატირების კოალიცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს",- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს