ლევან იოსელიანი - დეპუტატების გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო, შევეცდები, კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ის შეეცდება კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან უშუამდგომლოს იმ დეპუტატებს, რომლებსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები უკანონოდ გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას და აპროტესტებდნენ კანონპროექტის განხილვას.

„გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო, იმიტომ, რომ ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და გამოხატავდნენ პროტესტს ამ კანონპროექტის მიმართ, ამიტომ ვთვლი, რომ ისინი უნდა იყვნენ დაშვებულნი კომიტეტის სხდომაზე და უნდა გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა.

მივალ და შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გადავცე კომიტეტის თავმჯდომარეს და ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში, თუმცა ისეთი განწყობაა კომიტეტზე, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი შუამავლობა დიდი შედეგით დასრულდება. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ კომიტეტზე და გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა.

რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და შეთანხმებულია მთელი ქვეყანა, აღარ დარჩა არც ერთი სოციალური ჯგუფი საქართველოში, ვინც ძალიან დიდი პროტესტი არ გამოხატა ამ კანონპროექტის მიმართ. ეს კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს, აცხადებს მათ ჯაშუშებად, ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმართოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ჩემი კითხვა ეხებოდა სწორედ ამას - თუ ვენეციის კომისია გამოაგზავნის უარყოფით დასკვნას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, რადგან ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტები, მაშინ იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ის ადამიანები, ვინც აინიცირებენ და მხარს უჭერენ ამ კანონს“,- განაცხადა იოსელიანმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს