პარლამენტთან დღეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. შესაბამისი განცხადება "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა არასამთავრობო სექტორის სახელით ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

აქცია 7 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება.

როგორც კლდიაშვილმა განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ კანონით დაშვებულ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ და არ დაუშვებენ "რუსული კანონის მიღებას".

“ხვალ კანონპროექტის განხილვა განახლდება, შესაბამისად, დილიდან პარლამენტთან მობილიზდეს ყველა, ვისაც წინააღმდეგობა, პროტესტი აქვს ამ კანონის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსული კანონის მიღება. უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსულ გზას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა.

კანონპროექტი არ ეხება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ან მედიას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ეხება. აუცილებელია “ქართულმა ოცნებამ” ნახოს, რა ძალა აქვს ქართველ ხალხს და როგორია მათი ნება.

აქციების გარდა სხვა გზებზე შევთანხმდით. ჩვენ კანონით დაშვებულ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ. იქნება პერმანენტული აქციები, იქნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა”, - განაცხადა კლდიაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა