მიხეილ ყაველაშვილი - ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, კორძაიამ ან წითლიძემ, საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, როგორც ეს ქალები იქცევიან

ხათუნა სამნიძეს ბოდიშს არ ვუხდი - ამ სამარცხვინო ქალბატონების ქცევა მთელმა საქართველომ იხილა, აი, რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს მითუმეტეს ქალი, საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოდიშს მხოლოდ საზოგადოებას უხდის.

„ბოდიშის მოხდა ჩემთვის მიუღებელი თემა ნამდვილად არ არის, საზოგადოებას ნამდვილად ვუხდი ბოდიშს, შეიძლება ჩემი უცენზურო სიტყვები გაიგონა, მაგრამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გამოვიყენე ეს სიტყვები, იმათ არ მოვუხდი ბოდიშს, უნდა იცოდნენ ადამიანებმა მნიშვნელობა სიტყვა მოღალატის, არის ქვეყნები, სადაც ამის გამო საკმაოდ დიდი სასჯელია, ხვრეტდნენ ხოლმე ადამიანებს მოღალატეობის გამო, უნდა დაფიქრდნენ. მერე გამოასწორა და ვეღარ გაბედა ამ სიტყვის თქმა. ამიტომ უნდა იცოდეს წინასწარ ადამიანმა და ან ფაქტებით უნდა ისაუბროს, როგორც მე ვსაუბრობ "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომ ამ მავნებლურმა ძალამ რეზოლუციას ხელი მოაწერა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საკომისიო გამოძიება ჩატარდეს, რომ უღალატა სამშობლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", ტერიტორიები ჩააბარა მტერს და მერე რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება. ამ ძალას არც ბოდიში მოუხდია საზოგადოებისთვის.

თქვენს სინდისზე იყოს, როგორ აჟღერებთ ჩემს განცხადებებს, რა აზრითაც საუბრობს ადამიანი, ის უნდა გააჟღეროთ. ანა ნაცვლიშვილს ვუსმენდი და თითქოს ჩემს საქციელზე ვნებათაღელვა გამოთქვა, თქვენც გაქვთ ეს კადრები, ამ სამარცხვინო ქალბატონების ქცევა კომიტეტის სხდომაზე მთელმა საქართველომ იხილა, აი, რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს მითუმეტეს ქალი, ვის უნდა ასწავლოს ჭკუა, ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, კორძაიამ ან წითლიძემ, საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, როგორც ეს ქალები იქცევიან,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, ხათუნა სამნიძეს თუ უხდის ბოდიშს, ყაველაშვილი ამბობს რომ, არ უხდის.

„არ ვუხდი არა, არ ვუხდი, იმიტომ, რომ უარესი რამ მითხრა ხათუნა სამნიძემ და უნდა იცოდეთ,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძეს და გიორგი ვაშაძეს აგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან