მარიკა არევაძემ ომბუდსმენის შერჩევის მიმდინარე პროცედურების შესახებ კითხვები საჯაროდ დასვა

სახალხო დამცველობის კანდიდატის, ქართულ-უკრაინული ალიანსის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის, მარიკა არევაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევა ისე ხდება, რომ გაუგებარია კანდიდატების წარდგენის ზღვრული ვადები.

როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანია თუ რომელი წესის შესაბამისად ხდება არჩევა.

„სახალხო დამცველის არჩევა ხდება ისე, რომ:

- ბუნდოვანია თუ რომელი წესის შესაბამისად ხდება არჩევა და რატომ ამ წესით;

- გაუგებარია კანდიდატების წარდგენის ზღვრული ვადები;

- საინტერესოა, რატომ ხდება მოქმედი პოლიტიკოსის და პარლამენტის ვიცე სპიკერის კანდიდატის განხილვა და ა.შ.

ეს ყველაფერი კი ახალ სახალხო დამცველს უკვე აყენებს ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე. რაც არავის, მით უფრო ქვეყნის ინტერესში არ შედის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 (3) მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი. ამ მუხლის საფუძველზე გამოიცა პარლამენტის თავმჯდომარის 1/415/22 (14.09.2022წ.) ბრძანება „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატურების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. სწორედ ამის ფარგლებში წარიმართა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და არ იქნა არჩეული ახალი სახალხო დამცველი.

საყურადღებოა, რომ არც რეგლამენტის 228 (3) მუხლში და არც თავმჯდომარის ბრძანებაში არსად არ არის მითითებული, რომ ამ დროებით წესს აქვს გამოყენების ერთჯერადი ხასიათი. ორივე დოკუმენტში საუბარია, რომ დროებითი წესის გამოყენება ხდება 2022 წელს წარმოქმნილ სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე.

პარლამენტის რეგლამენტის 205 მუხლის 13-ე ნაწილი ამბობს, რომ - „თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.“ ხოლო, რეგლამენტის დროებითი წესის 6-ე ნაწილი ამბობს, რომ - „პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება“. თუმცა არაფერს ამბობს ხმის მიცემის ჩავარდნის შემდგომ პროცედურებზე.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს მუხლი (228 (3)), ანუ არჩევის დროებითი წესი მიღებული იქნა დროებითი გამოყენების და არა ერთჯერადი გამოყენების მიზნით, რომელიც მაღალი ალბათობით ითვალისწინებდა 2022 წელს დაწყებული და ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე გაგრძელებული - არჩევის დროებით წესს.

საყურადღებოა, რომ:

თავად სახალხო დამცველის შესახებ კანონის მე-8 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ - „არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში“. აქ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, მას შემდეგ რაც იქნება არჩეული სახალხო დამცველად, თუმცა თუ კანონის სიტყვა სიტყვით განმარტებას გავცდებით და კანონის ამ ჩანაწერს განვმარტავთ მიზნის შესაბამისად, მაშინ გამოვა რომ მნიშვნელოვანია ომბუდსმენობის კანდიდატის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მათ შორის კანდიდატი, ანუ პირი ვისაც სურს გახდეს სახალხო დამცველი - არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის კანდიდატობის პერიოდშიც.

ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის საკითხი, რომლის მე-12 პუნქტი პირდაპირ ამბობს - „ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

არჩევის პროცესი, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია. არჩევაა თუ დანიშვნა ?!“ -ნათქვამია მარიკა არევაძის განცხადებაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს