ნიკა მელია - ე.წ. აგენტების კანონის მიღება ნიშნავს ბოლშევიკური კანონის დაკანონებას - ხელისუფლებას ღალატში ვდებთ ბრალს

ე.წ. აგენტების კანონის მიღება ნიშნავს ბოლშევიკური კანონის დაკანონებას, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ საქართველოს დამატებითი ემიგრაციული ტალღა დაარტამს და ქვეყანა დაიცლება. ერთადერთი ყველაზე ძლიერი გამოსავალი, რომლის წინააღმდეგაც შეუძლებელია რაიმე მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ხალხის რაოდენობაა, სიმრავლით უნდა ვაჯობოთ, - ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლის შედეგად, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ორი შედეგი დადგებ - მრავალი ათწლეულით ჩვენი დამარცხება, ან ძალიან დიდი ხნით ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამარჯვება.

მელია აცხადებს, რომ ახლა ევროპული და ეროვნული ინტერესი ერთია და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

„ახლა მთავარია ერთადერთი რამ, საზოგადოების მობილიზაცია. აქ ნაკლებად არის, თუ საერთოდ არის, რომელიმე პარტიის მიერ დაორგანიზაბული ე.წ. აქტივი და ეს არც მოხდება ამიერიდან, ვეღარც მოხდება ვერასოდეს. ეს კანონი, რომელიც ჯერ პროექტის სახითაა, მაგრამ უნდათ, რომ დააკანონონ, იმასაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სიცოცხლისუნარიანობა აღარ ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე რომც არ იყოს, ეს საკითხი ეხება მთელს საზოგადოებას. ოპონენტები ხელისუფლებას ვუწოდებთ მოღალატეებს, ღალატში ვდებთ ბრალს - ღალატი სხვადასხვა მოტივაციით არის ჩადენილი, არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, არიან ადამიანები, ვინც ხასიათის სისუსტით ჩადიან ღალატს „ქართულ ოცნებაში“, არიან ადამიანები, ვინც განსხვავებული აზრის შიშით ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ ღალატი ღალატია.

ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და ამის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შესაძლებელი გახდება არჩევნების ჩატარება, იქ მერე უკვე გავიყოთ ათად, ოცად, ოცდაათად, მაგრამ ახლა ერთმუშტად უნდა შევიკრათ. ახლა ბიძინა ივანიშვილს კარტი აქვს გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ არათუ არ უნდა დავნებდეთ, უნდა დავაფასოთ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან. აქ ორი შედეგი იქნება, ან მრავალი ათწლეულით ჩვენი დამარცხება, ან ძალიან დიდი ხნით ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამარჯვება. ევროპული და ეროვნული ინტერესი დღეს არის ერთი და იგივე ეს უნდა გავიგოთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო