ირაკლი კობახიძე - იქ არის გულწრფელი პროტესტი, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და ეცდებიან, სარგებელი ნახონ

მინდა, მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის გულწრფელი პროტესტი, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქციაზე დაშავდნენ სამართალდამცველები და ზოგიერთმა მათგანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

„დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიციატორებისა და მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები, რაც კობახიძის შეფასებით, არის ფაშიზმის გამოვლინება.

„ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების და ასევე, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს. ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არავითარი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომელთა გამჭვირვალეობასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმას, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართ, მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება“,- განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში