ანა დოლიძე - ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო ძალაში, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიასა და ყაველაშვილის „თხა და გიგოს“ გზამ

ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 100 წლის წინ რომ ძალაში ყოფილიყო, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიას და ყაველაშვილი - „თხა და გიგოს“ გზამ, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია.“

„ეს კანონი ძალაში რომ ყოფილიყო ასი წლის წინ, ეს ორი კაცი, რომლის ძეგლი დგას ჩვენს მარცხნივ - ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ორივე იქნებოდა აგენტი, რადგან მათ ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. შეუძლებელია, ჩვენ აკაკის, ილიას, გია ყანჩელს, ანიტა რაჭველიშვილს, ყველა ქართველს, რომელსაც მიღებული აქვს უცხოეთის სტიპენდია, რომელიც იყო კოსმოპოლიტი, არის და ამავე დროს, არის ქართველი, დავაძახებინოთ აგენტი. შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიას და ყაველაშვილის „თხა და გიგოს“ გზამ - ეს შეუძლებელია, გვახსოვდეს. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. არავის ეს არ გამოსვლია და არავის გამოუვა, საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია, იცოდეთ“,- განაცხადა დოლიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია