რუსთაველის გამზირზე ლევან ხაბეიშვილსა და რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ პირზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ „ის შემოგზავნილი, სუს-ის აგენტია“ .

„გადაიღეთ, სახე აჩვენეთ! მოდი აქ, სუს-ის აგენტო! პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პროვოკატორია. აქ სუს-ს ასეთი პროვოკატორები ჰყავს შემოგზავნილი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა ერთ-ერთ სამართალდამცავზე მითითებით.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა მოგიანებით მედიასთან თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მეშვეობით, აქციაზე პროვოკაციებს აწყობს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, „რუსული ოცნება“, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მეშვეობით, აქციაზე პროვოკაციებს ახდენენ. ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელია. ის აგრესიულად მოქმედებდა და აქციის მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელი იყო. მე გთხოვთ ერთ რამეს, ის პოლიციელი საზოგადოებას აჩვენეთ. მე გაძლევთ პირობას, რომ ის სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნება. უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. როგორც კი დავუძახეთ, გაიქცა. აქციის მონაწილემ იცნო, რომ პოლიციელი იყო. ასეთი უამრავია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს