პაატა მანჯგალაძე - სპეცრაზმით გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებ - თავისუფლებას ვერ გააჩერებ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლების სტრატეგია აწყობილია იმაზე, რომ მომიტინგეები დაიღლებიან და გამოსვლები შეწყდება.

მისივე თქმით, ასე არ მოხდება, ვიდრე აქციის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უცხოური გავლენის ერთადერთი აგენტურული ძალა არსებობს და ეს „ქართული ოცნებაა“.

”ხელისუფლება ფიქრობდა, რომ პარლამენტთან შეკრებილი ხუთი ადამიანის ფონზე, ამ კანონს გაიტანდა. მათ ეგონათ, თქვენ არ მოხვიდოდით, დაიღლებოდით, შეშინდებოდით და სახლში წახვიდოდით, მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ, უკვე მესამე დღეა. ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს საქართველოსთან არანაირი საერთო არ აქვთ. ისინი რომ საქართველოს იცნობდნენ, ეცოდინებოდათ, რომ 9 აპრილისა და 8 აგვისტოს გმირების შვილებს, მრავალსაუკუნოვანი თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მხუთავი აირით ვერ გააჩერებ. თავისუფლებას ვერ გააჩერებ! სპეცრაზმით ვერც გაზაფხულის მოსვლას შეაჩერებ, ამიტომაც იმარჯვებს საქართველოს მომავალი და არა წარსული.

მთელი მათი სტრატეგია აწყობილია იმაზე, რომ ჩვენ მოგვწყინდება და დავიღლებით, მაგრამ ასე არ მოხდება, სანამ ყველა მოთხოვნას ბოლომდე არ მივიყვანთ.

ამ ქვეყანაში უცხოური გავლენის ერთადერთი აგენტურული ძალა არსებობს და ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან ბიძინა ივანიშვილის ფინანსები რუსეთიდან მოდის.

იმისთვის, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონი კანონად არ იქცეს, აუცილებელია, პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომა სასწრაფოდ მოიწვიოს. ეს დაპირება იურიდიულად უნდა გაფორმდეს, რათა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს