სალომე სამადაშვილი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგაზრდებმა აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ, ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს

უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში დილაადრიან შემოიძურწნენ, მიკროფონი არ ჩაურთეს ოპოზიციას, იმდენად შეშინებულები არიან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგაზრდებმა აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ, ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ვინც ქვეყნის ევროპულ არჩევანს წინ დაუდგება, პოლიტიკურად განადგურდება.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქვეყნის ღალატი არ გაუვიდათ, ქართველმა ახალგაზრდებმა არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის ეღალატათ, ბოლომდე მიეღოთ ანტიკონსტიტუციური კანონი, აიძულეს, ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედათ. ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს. უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში დილაადრიან შემოიძურწნენ, მიკროფონი არ ჩაურთეს ოპოზიციას, იმდენად შეშინებულები არიან. მინდა, ეს გამარჯვება და მნიშვნელოვანი მონაპოვარი, უპირველესად, ქართველ ხალხს მივულოცო, თუმცა ეს ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება ბევრი ბრძოლა, რათა კიდევ დავიცვათ ეს ქვეყანა მორიგი იერიშებისგან, რომელსაც რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიტანენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. დღევანდელ გამარჯვებას, უპირველესად, ქართველ ახალგაზრდებს ვულოცავ და ვპირდებით მათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში იცხოვროთ, რაც არის თქვენი არჩევანიც და სურვილიც. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ვინც ამ არჩევანს წინ დაუდგება, პოლიტიკურად განადგურდება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის