გუბაზ სანიკიძე - „ქოცები“ შეშინებული არიან, მარგო სიმონიანი თავს დაგვესხმებაო - რა დღეში ჩავარდნენ, ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, ამათ სიმონიანის ეშინიათ

როცა ხელისუფლება შეიცვლება, ღარიბაშვილს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა რეპრესიები დააანონსა.

„კაცი გუშინ რეებს ბოდავდა ხომ უსმინეთ? გარდა სატანისტებისა, კიდევ იქ იყვნენ მაჯლაჯუნები, მაჯლაჯუნები ვერ დაინახე იქ? ახლა მიგაკლავს პოლიტიკურად ბიძინა და მსხვერპლად შეგწირავს. ერთ ბავშვს დაიჭერ და უფრო მალე დამთავრდება ეს პროცესი, ვიდრე შენ გგონია. პროცესი იზამს ამას. ისე ნუ იზამ, რომ ცვლილებების ერთადერთი მსხვერპლი შენ აღმოჩნდე“,-მიმართა სანიკიძემ პრემიერს.

გარდა ამისა, მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადება შეაფასა, რომელიც ე.წ. აგენტების კანონს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს.

გუბაზ სანიკიძის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადააყენებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ, დავით სერგეენკოს დანიშნავს.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ვიქტორ ყიფიანი წამყვან პოზიციაზე დაინიშნოს.

„ქოცებში“ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც „წითელ ხაზს“ არ გადიან, მაგრამ საინტერესო ხომ არის, სერგეენკომ რატომ არ მისცა მათ ხმა. სერგეენკო გადანახული პარტიაა. მე ასე მგონია, უახლოეს პერიოდში, როცა უკრაინის ჯარების წარმატება ცხადზე ცხადი იქნება, პაპუაშვილს აუცილებლად გაუშვებს ბიძინა. ჩემი ვარაუდით, მოიყვანს სერგეენკოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ხისთავიან ღარიბაშვილსაც გააგდებს, მოიყვანს ან კუჭავას ან ამ ყიფიანს. დაიწყებენ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გეგმაზომიერად. მერე ჩატარდება წესიერად არჩევნები და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან „დაახვევს“,-განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ იტყვის, „ეს ნაძირალები ვინ ყოფილან, ქვეყანას უღალატესო“.

„ყოველთვის სათადარიგო გზას იტოვებს ბიძინა. სერგეენკომაც რომ არ მისცა ხმა, ის ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ქალწული და მოიყვანს პარლამენტის თავმჯდომარედ“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება „პოლიტიკურად გვამად იქცა“.

„გავაფრთხილე პარლამენტიდან, გაგყიდით თხებივით მეთქი და უკვე გაყიდა. არარაობად აქცია, პოლიტიკური, მორალური გვამები არიან. გავაფრთხილე, ნუ გააკეთებ ამას იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მაინც გამოვა აქედან-მეთქი. მათ რაღა ეშველებათ? სერგო ორჯონიკიძის კლუბის სწრაფი გაფართოება მოხდა. განა არ ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ?! სიბრიყვეს ვერ დააბრალებ, ისე სჯობს ბრიყვები იყვნენ, ვიდრე ნაძირალები. მათი ასარჩევია, ან ნაძირალების კლუბში შევიდნენ ან ბრიყვების. კანონპროექტი რომ გამოიხმეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მოღალატეობა გაქარწყლდა, დარჩნენ მოღალატეებად.

„ქოცების“ ბირთვული ამომრჩეველი გავაფრთხილე, რომ ელოდებათ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული უფსკრული. რადგან ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, უნდა მივეხმაროთ, წიხლი კი არ უნდა მივაჭიროთ, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. ბიძინას ყველაზე დიდი მაგინებლები ესენი გახდებიან უახლოეს კვირებში. მკითხავი ან გულთმისანი კი არ ვარ, ასე ვითარდება მოვლენები ხოლმე“,-განაცხადა სანიკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავისი ტყუილების თვითონ დაიჯერა.

„ქოცები“ შეშინებული არიან, მარგო სიმონიანი თავს დაგვესხმებაო. რა დღეში ჩავარდნენ, მარგო სიამონიანის ეშინიათ. ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, მათ სიმონიანის ეშინიათ. უფსკრულში არიან. კამარა შეკრეს და გადახტნენ“,-განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა ის საქმე უნდა გააგრძელონ, რაც დაიწყეს.

„ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება გაგრძელებაც აღარ ჰქონდეს. ბიძინა გამოვა, წელს ზემოთ შიშველი, უკრაინის დიდი დროშის სვირინგით, ასე იქნება, აგერ ნახავთ“,-განაცხადა სანიკიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება