ლევან იოსელიანი მზადაა, აქციების მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდეს, ვინც ფიქრობს, რომ მათი გამოხატვის უფლება დაირღვა ან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სახელმწიფოსგან საფრთხეს გრძნობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლევან იოსელიანი მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა, სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ მოექცა, ან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო, ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს.

„სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ მოექცა, ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს