ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ ვენეციის კომისიიდან გამოგზავნილ კანონპროექტებში კრიტიკული შენიშვნები მარკერით გახაზეს და პარლამენტის თავმჯდომარეს კაბინეტის მისაღებში დაუტოვეს

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები მარკერით მონიშნეს და გასაცნობად პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კაბინეტის მისაღებში დაუტოვეს.

ნაცვლიშვილის თქმით, პაპუაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას ან თავად ვერ კითხულობს ან არაკომპეტენტური არიან ადამიანები, ვისაც პაპუაშვილმა დასკვნის გაცნობის დავალება მისცა, მათ კი ვერ მოძებნეს, თუ რა წერია რეალურად ვენეციის კომისიის დასკვნებში.

"ამიტომ მას დავეხმარებით, მარკერით გავუხაზავთ, რითაც დასკვნის შინაარსს აღვნიშნავთ.

ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტები 12 რეკომენდაციის მოთხოვნებს არ შეესაბამება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის