გივი მიქანაძე - ევროკომისიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან  პროგრესს მიაღწია, თუმცა მოგვიწოდეს, გავაგრძელოთ მუშაობა - ოპოზიციისთვის კარი, როგორც თავიდანვე იყო, ახლაც ღია რჩება

ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ის გარემოებები, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მოგვიწოდეს, გავაგრძელოთ მუშაობა - ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს კი მიმართეს, განხილვის პროცესებში მონაწილეობა მიიღონ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობისთვის მზადაა და კარი, რომელიც ოპოზიციისთვის პროცესის დასაწყისში გახსნეს, ახლაც ღია რჩება.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე დღიდან, როდესაც საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მიერ პერსპექტივა იქნა მონიჭებული, ჩვენმა გუნდმა დააანონსა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითად თვეების განმავლობაში ინტენსიური საქმიანობა ვაწარმოეთ. საზოგადოებას რეალურად ვაჩვენეთ, რომ კონკრეტული, ძალიან ბერი მიმართულებით ხელშესახები შედეგია. დღევანდელ შეხვედრაზეც ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ის გარემოებები, რომ საარჩევნო კანონმდებლობის, გენდერული თანასწორობის, ასევე ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მოგვიწოდეს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა განსაკუთრებით იმ საკითხებთან მიმართებით, რომელზეც ვენეციის კომისიიდან დასკვნა მოვიდა. მზაობა გვაქვს, რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ. მე განვაცხადე, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ პირველივე დღიდან ხელოვნურად, პროცესის დასაზიანებლად კატეგორიული უარი თქვა, რომ პროცესში ჩართულიყო. ვთქვით, რომ ოპოზიცია ამ დრომდე არ ჩაერთო პროცესებში, რაზეც ევროკომისის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს პირდაპირ მოუწოდეს, რომ განხილვის პროცესებში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ყველას პოზიციის გამჟღავნება და ჩამოყალიბება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით მოხდეს. ამიტომ, ეს კარი, როგორც თავიდანვე, ახლაც ღიად რჩება. მზად ვართ, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნებიც მოვა, იურიდიული კომიტეტის ფორმატში განახლდეს მსჯელობა იმ მნიშვნელოვან კანონპროეტქებზე, რომლებიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა მიიღოს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?