რომან გოცირიძე განათლების მინისტრის ცვლილებაზე - ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის „ქართული ოცნების“ ხელში

ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის „ქართული ოცნების“ ხელში - უფრო მეტად ხდება მორჩილებით და ყურმოჭრილობით გამოცდილი კადრების ჩანერგვა სხვადასხვა სისტემაში, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით მოსალოდნელი ჩანაცვლების შესახებ ინფორმაციას.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად უჭერს არტახებს და უკიდურესად მორჩილი გუნდის შეკვრას გეგმავს, რადგან ხედავს, რომ ძალაუფლება ეცლება და ქვეყანაში სამოქალაქო შეგნებამ გაიღვიძა“.

„რით დაგვამახსოვრა თავი ჩხენკელმა? - მინისტრების სიაში ერთ-ერთ ყველაზე მლიქვნელად შევიდა. ბევრი იყო მლიქვნელი. ერთ-ერთმა, მაგალითად, ივანიშვილს უწოდა ბრძენი კაცი და მერე ყოველთვის ასე მოიხსენიებდა, სანამ არ დაცინეს, ხოლო ჩხენკელს, რომელმაც ივანიშვილი ექვთიმეს შეადარა, როცა პარლამენტში გამოჩნდებოდა, ყველა „ექვთიმეს“ ვეძახდით. ქართული „ოცნების“ ჩვეულებრივი წესია, რომ როტაციას აკეთებს - გაგაკეთებინებს ბინძურ საქმეს და მერე გაგდებს. ასე გააკეთებინეს ჯეჯელავას, დაახურინეს სკოლები, შემდეგ ხელთათმანივით ისვრიან და მოჰყავთ ახალი ძალა, ახალი სისხლი, რომელიც მეტი აგრესიულობით შეუდგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შესრულებას. როგორც იტყვიან, ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის „ქართული ოცნების“ ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური, მორჩილებით და ყურმოჭრილობით გამოცდილი კადრების ჩანერგვა სხვადასხვა სისტემაში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა