ირაკლი კობახიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - კანონპროექტმა უკვე შეძლო სუვერენიტეტის გამყარება და ეს მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით - მან იმაზე დიდი საქმე გააკეთა, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა

კანონპროექტმა თავის ინიცირებით შეძლო უკვე საქართველოში სუვერენიტეტის გამყარება და ეს ძალიან მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით - მან გააკეთა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ კანონებს იღებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დასავლურ სივრცეში. არის დიდი ბრიტანეთი, სადაც თითქმის ბოლომდეა ეს პროცესი მისული, ევროკავშირში EPP- მ დააინიცირა, არის კანადა, ავსტრალია, ანუ რუსული კანონი მოედო მთელს მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს და ამ განცხადებაში არის ძალიან დიდი ირონია, ძალიან კარგად ხედავთ, რამხელა ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და ამას ემსახურება ნებისმიერი ამ კანონის ინიცირება ნებისმიერ სახელმწიფოში თუ ევროკავშირში, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ სუვერენიტეტზე და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ასეთი ზომა გამართლებულია. საქართველოში კანონი მიღებული არ იქნა, მაგრამ მან გააკეთა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა. ამ კანონპროექტმა თავის ინიცირებით შეძლო უკვე საქართველოში სუვერენიტეტის გამყარება და ეს ძალიან მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება