ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში ქართული მხარის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

„ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს მხრიდან. განსაკუთრებით აღინიშნა ის კონკრეტული ინიციატივები, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე, რომლებიც უზრუნველყოფს ვიზალიბერალიზაციის პირობებისა და წესების მაქსიმალურ დაცვას.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის სამომავლო საკითხები და ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს უვიზო რეჟიმის პირობების ეფექტიან დაცვას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა