საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს.

ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესის მნიშვნელობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში.

იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, მასში საქართველოს ჩართულობას და იმპლემენტაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?