ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ფიქრი

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ფიქრი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მან მმართველ პარტიას მოუწოდა, სხვა ქვეყნებში ანალოგიურ კანონპროექტს გაეცნოს, რომელიც მტრულ სახელმწიფოებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს ეხება.

„სამწუხაროა, რომ პრემიერ - მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოაქვს შინაარსი კონკრეტული საკითხებიდან მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოქმედი ანალოგიური კანონმდებლობა ეხება მტრულ სახელმწიფოებს და ავტორიტარულ რეჟიმებს. მათ ვერ განუსხვავებიათ, რომ ქართულ სინამდვილეში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის შინაარსით რუსული კანონი, რადგან ეწინააღმდეგებოდა ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ამიტომ გააპროტესტა და „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ამ კანონპროექტზე ფიქრი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?