თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების მანდატების დატოვებაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ იძულებით, ძალადობრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატები დაისაჯნენ იმის გამო, რომ რუსულ კანონს ხმა არ მისცეს

სად წავიდნენ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ხმა არ მისცეს რუსულ კანონს, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გიორგი ხელაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად, ხოლო ნინო იობაშვილისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას პრემიერის გუნდში მრჩევლებად დანიშვნას და მათ მიერ მანდატების დატოვებას.

„ისინი სად წავიდნენ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია ის, რომ მათ ჰქონდათ თავისუფალი პოლიტიკური ტრიბუნა, თავისუფალი საუბრის შესაძლებლობა და სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღეს, მოუწიათ პარლამენტის დატოვება, ეს არის „ქართული ოცნების" მიერ იძულებით, ძალადობრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ხმა არ მისცეს რუსულ კანონს”, - განაცხადა კორძაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა დეკანოიძის განცხადებას რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი თანამშრომლობა სრულდება" და აღნიშნა, რომ დეკანოიძეს წარმატებას უსურვებს და მისი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, გასაგებია.

„ხატია სადაც იყო, ყველგან ეფექტური იყო და დარწმუნებული ვარ, სადაც წავა და ამ პარლამენტშიც ის იქნება ისეთივე ეფექტური და მებრძოლი, როგორიც იყო. სამწუხაროა, რომ პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა, ბოიკოტთან დაკავშირებით მისი პოზიცია ჩემთვის გასაგებია”, - აღნიშნა კორძაიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი