ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა გადაიქცა წესად, შეეჩვივნენ, რომ ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ, ჩაარტყან მიკროფონი - ეს არის პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა

ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა გადაიქცა წესად. ეს არის ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან პარლამენტის ფოიეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს უმრავლესობის რამდენიმე წევრი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეჩვია იმას, რომ კრიტიკის საპასუხოდ ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს.

„ეს არის ძალადობის ძალიან კონკრეტული მაგალითი, როცა ერთ ადამიანს თავს ესხმის საპარლამენტო უმრავლესობა, დეპუტატები ფიზიკურად ძალადობენ გუბაზ სანიკიძეზე, ეს ჩანს კადრებში. სანამ კადრები გამოჩნდებოდა, როგორც ადამიანები საუბრობენ, ძალიან სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა გუბაზს, ვნახეთ შელაპარაკებაც მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ძალადობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე გადაიქცა წესად, შეეჩვივნენ, რომ ადამიანს, ვინც მათ აკრიტიკებს, გაუსწორდნენ ფიზიკურად - 10, 20 ადამიანი, ჩაარტყან მიკროფონი... ეს არის ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა ოპოზიციაზე სასესიო დარბაზში,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს „გაყიდული“ უწოდა, რის საპასუხოდაც სანიკიძემ ღარიბაშვილის მისამართით შეიგინა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება