სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.

„არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია. [წყენა] თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც იმათ არ აქვთ დღემდე, ასე ჩანს. ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ! ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.

„ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და ეს, რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ დაინახავს რომ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტზე მიდის მუშაობა, მაინც მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ასე პასუხობს:

„მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ, თუ-ზე გავჩერდები", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, კითხვაზე შესაძლოა თუ არა ამის მოლოდინი არსებობდეს, ამას დღეს, ეთერში პასუხს გაცემას არ აპირებს.

„უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან[პატიმრები], რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამბებს ეცნობა.

„მე, ყოველდღიურად თუ არა, ჯანდაცვის საკითხებში ჩემი მრჩეველი ყოველდღიურად, ნამდვილად [იღებს ინფორმაციას]. მე, ყველა მხრიდან, რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო, ვარ და ამაში ძალიან ჩართული ვარ. ახლა პირებს არ დავასახელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთი არის სამართლიანობის განცდა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს. მეორე არის ადამიანურობის საკითხი და ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემა. მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს. არსებობს კომისია, რომელიც არის იუსტიციის ხელში, რომელსაც ჯანმრთელობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. არსებობს რამდენიმე ქვეყნის მზადყოფნა, არამხოლოდ პოლონეთის, რომ აქ გამოგზავნონ ექიმები. მე ასევე უცხოეთში ვთქვი ის, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ძალიან გამიჭირდება, თუმცა შეიძლება მე არავინ მკითხოს, ვთქვა, რომ უცხოეთში აუცილებელია მისი გაყვანა, იმიტომ, რომ ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობ, რომ ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო და ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არასანდოა. ამიტომ, მე მგონია, რომ უფრო ადგილზე უნდა იყოს გამოსავალი ნანახი და არსებობს ეს პროცედურები. დეტალებში არ შევალ. ეს არის ხელისუფლების ხელში და მე მგონი, იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია. უნდა დავიცვათ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იქ, სადაც გასაყვანია“.-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა