ქალი დეპუტატები - სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ განცხადებას ხელს ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია აწერენ.

დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას.

„სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითაც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს.

მოვითხოვთ, საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნის ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო“,- ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც „ლელო“ ავრცელებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ქალი დეპუტატები - სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ განცხადებას ხელს ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია აწერენ.

დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას.

„სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითაც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს.

მოვითხოვთ, საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნის ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო“,- ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც „ლელო“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა