ლევან ბეჟაშვილი - 2020 წელს განიხილებოდა ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი და მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა - დაველოდოთ პროცესები როგორ განვითარდება და ყველა მივიღებთ პასუხს

2020 წელს განიხილებოდა ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი, ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა - დაველოდოთ პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება და ყველა მივიღებთ პასუხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გილაური წარმოადგენს საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნეს ოჯახს.

„ბუნებრივია, თავის ფინანსური ინტერესები გააჩნია საქართველოს ეკონომიკაშიც და წონაც გააჩნია, ამიტომ მისი საქმეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი სახელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით 2020 წელს გაჟღერებული იქნა, განიხილებოდა მისი საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი, ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერ- მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ეს მოცემულობაა, რაც ბოლო წლებში მას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰქონია,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" რაიმე დაპირისპირება არ არსებობს და არსებობს განსხვავებული ხედვები. ბეჟაშვილი ამბობს, რომ ვერც ნიკა მელიას განცხადებაში ამოიკითხა რაიმე ბრალდებები.

"ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეთ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნების პროცესის ინერციიდან, ბრალდებები კონკრეტული მხარის მიმართ მე ვერ ამოვიკითხე და თუ ვინმე ასე კითხულობს, არის არარელევანტური. თამარ ჩარკვიანის გავრცელებული ინფორმაცია არის მისი ინფორმაცია, მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მოტივაცია, ანალიტიკური კვლევა შეიძლება უდევს საფუძვლად, ან კონკრეტული სხვა ინფორმაცია. თუმცა, ჩვენ საკითხზე ინფორმაცია გავიგეთ სოციალური ქსელებიდან, შევატყობთ, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, მის განცხადებებს ექნება თუ არა საფუძვლები, უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა, ბრალდებები უსაფუძვლოა და ისედაც ნეგატიურ პოლიტიკურ სივრცეს, კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობს.

მე ასეთი ვარაუდის (მელიას მიერ პარტიის დატოვების) საფუძველს ვერ ვხედავ, ხატიას (დეკანოიძის) შემთხვევაშიც, რამ განაპირობა მისი პარტიიდან წასვლა გაურკვეველი და კითხვის ნიშნების ქვეშ დარჩა. ამიტომ პროცესებზე მკითხაობა რომ არ ვაწარმოოთ, დაველოდოთ ვითარება, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება და ყველა მივიღებთ პასუხს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. თუ არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები პარტიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. არჩევნების შედეგად არავის გაუმარჯვია, ეს პროცესი არ იყო გამარჯვებულის და დამარცხებულის, ეს იყო არჩევნები, სადაც პარტიის აქტივმა გააკეთა არჩევანი კონკრეტულ კანდიდატზე და განვითარების მიმართულებაზე. დაპირისპირების თემა უნდა ამოვწუროთ, ნუ აძლევთ ნიკა მელიას პოსტს ასეთ ინტერპრეტაციას, იქ არავინ იგულისხმება, თუ იგულისხმება უნდა დაზუსტდეს. მკითხაობა არ არის სასარგებლო საქმე პოლიტიკისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „კაგებეს“ მეთოდით ჭორების გავრცელებას“ უწოდებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.

დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით" ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

„კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს