ირაკლი კობახიძე - ადამიანები მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როცა ვაშაძე ყავას სვამდა - სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ და ეს ქვეყნის ასარევად გამოიყენონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით წარდგება, გაუგებარი განცხადებები მის მოხსენებაში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მის გამოსვლას დაველოდოთ. სამწუხაროდ, მისი მხრიდან გაუგებარი განცხადებები ხშირად კეთდება ხოლმე. იმედია, ამ შემთხვევაში, მის მოხსენებაში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი გაუგებარი განცხადებები“, - აცხადებს კობახიძე.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა „სტრატეგი აღმაშენებლის“ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად, 12 რეკომენდაციის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს „სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ“.

„ეს ადამიანები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როდესაც ყავას სვამდა სწორედ ვაშაძე. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში 12 პუნქტის შესრულებაში იყვნენ ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ქვეყნის ასარევად გამოიყენონ. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს