სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, აქონდროპლაზიის სინდრომის ეფექტიანი მართვისთვის ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც აქონდროპლაზიის სინდრომის ეფექტიანი მართვისა და მკურნალობის ეროვნული სახელმძღვანელო წესების, პროტოკოლების და რეკომენდაციის შემუშავების პროცესში დარგის ექსპერტებთან ერთად ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლების წარმომადგენელიც იქნება ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მშობლების ჩართვის შესახებ წინადადება 2023 წლის 29 მარტს, იშვიათი დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წამოაყენა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მომართვის პირველივე დღეებიდან აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გააგრძელებს მუშაობას ბავშვების ჯანდაცვის უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მედიაციას ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება