აჭარაში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა

აჭარაში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში კონფერენციები გაიმართა ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობისა და პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარიდან - რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფრიდონ ფუტკარაძე, ფატი ხალვაში, ცოტნე ანანიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.

კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს;

ქობულეთის ორგანიზაციას - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზოიძე;

ხულოს ორგანიზაციას - ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე;

შუახევის ორგანიზაციას - შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე;

ქედის ორგანიზაციას - ქედის მუნიციპალიტეტის მერი, როლანდ ბერიძე;

ხელვაჩაურის ორგანიზაციას - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე;

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება