შალვა პაპუაშვილი - მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ მისი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული

დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს თავის მისიას და ფუნქციებს. პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს, არის იმ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც საქართველო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს.

„ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის განისაზღვრა.

„ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გაანალიზა ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა და ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ფუნქციას: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება; სტრატეგიული დოკუმენტების და რეკომენდაციების შემუშავება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია, არამედ მუდმივი პროცესი და პარლამენტი მუდმივად ზრუნავს ამ მხრივ ინსტიტუტების, პროცედურების და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასამართლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს