გურამ მაჭარაშვილი - დავით კეზერაშვილის ინტერვიუ აშკარა მტკიცებულებაა იმისა და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში

დავით კეზერაშვილის ინტერვიუ აშკარა მტკიცებულებაა იმისა და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის აზრით, კითხვები კეზერაშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილოების თაობაზე აღარ უნდა არსებობდეს, რადგან ამას თავად კეზერაშვილი აღიარებს და არ უარყოფს.

მისივე თქმით, როგორც კი პარლამენტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს მიიღებს, ის პირველ რიგში, დავით კეზერაშვილზე გავრცელდება.

"კეზერაშვილის ინტერვიუ ადასტურებს, რომ ის აფინანსებს, ეხმარება მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ის არის ოლიგარქი. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში ოლიგარქს ეძებდა, ის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის სახით მიიღო. სწორედ ამიტომ აღარ მოსწონთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე ევროკომისარმა მოიწონა. ასეთია მოცემულობა, რასაც ვერ გავექცევით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს