ვანო მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკულად გვითხრა სად დგას, მაგრამ მისი სიტყვა არ არის ძლიერი, მისი მხარდაჭერა საზოგადოებაში არის ძალიან ფორმალური

წარმოიდგინეთ ახლა, საერთაშორისო არენაზე რომ საქართველოს პრეზიდენტი იგივე სტილში საუბრობდეს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, ეს ხომ სრული კატასტროფა იქნებოდა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის?! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან და შეფასებებთან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. მაჭავარიანის განცხადებითვე, ზურაბიშვილმა რიტორიკულად გვითხრა სად დგას, თუმცა, მისი სიტყვა არ არის ძლიერი.

სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკულად გვითხრა სად დგას, რომ მისი მთავარი მისია პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული არის ევროკავშირი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი სიტყვა არ არის ძლიერი, მისი მხარდაჭერა საზოგადოებაში არის ძალიან ფორმალური“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პოლიტიკა ეს იდეის პრაქტიკაში გადაყვანაა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტს ეზღუდება ინიციატივებით გამოსვლა და ხალხთან საუბარი.

„თვალით არ გვინახავს ეს ქალი, შეხვდება თავის რამდენიმე თანამოაზრეს, ადმინისტრაციაც კი არ ვიცით. ახლა წარმოიდგინეთ მარგველაშვილთან როცა ვმუშაობდი, ჩვენ გვქონდა ამის საშუალება, რომ აგვეხსნა მარგველაშვილი რას ფიქრობდა, და აქ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკის ახსნა გვიწევს ადამიანებს, რომლებიც წინა პრეზიდენტთან ვმუშაობდით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოსვლის კომენტირებისას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ვალდებულება ექნება გარკვეულწილად უპასუხოს იმ კრიტიკას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში არსებობს.

„ევროპარლამენტი არ არის უცხო საქართველოს პრობლემებთან მიმართებაში. მათ რეზოლუციები მიიღეს და როგორც საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს ვალდებულება ექნება გარკვეულწილად უპასუხოს კრიტიკას, რომელიც არის ხელისუფლებასთან მიმართებაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან, გვარამიასთან, დემოკრატიულობასთან, 12 პრიორიტეტთან თუ შარლ მიშელის ხელშეკრულების არშესრულებასთან დაკავშირებით, მას მოუწევს რაღაც ფორმით ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს