მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა

მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ პროცესს ვინმე ან უნდა გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, მადლობას იმ კაცს გადავუხდი და არა ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც თვალს ვადევნებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის საკითხს.

მისი თქმით, არსებობს ერთ-ერთი მსხვილი პრობლემა, მათ შორის უფლებადაცვითი მიმართულებით, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უფლებების დაცვის საქმე პროპაგანდის ნაწილად აქციონ და ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს.

„აქ, საუბარი იმაზე კი არ არის ვინმეს უდანაშაულობა დაცული უნდა იყოს თუ არა და უფლებების დაცვას საკამათოდ არავინ თვლის, მაგრამ როდესაც ოპოზიცია განცხადებებით გამოდის და ცდილობს, რომ გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, აბსოლუტურად სწორია საზოგადოებას ვუთხრათ, ვინ არის ნამდვილი გმირი და აქ, მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ პროცესს ან უნდა გაემიჯნოს, ან ვინმემ მადლობები უნდა გადაუხადოს. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, მადლობას იმ კაცს გადავუხდი და არა, ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც თვალს ვადევნებთ. ამით დამთავრდეს, აღარ არის საჭირო ამის გამეორება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა

მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ პროცესს ვინმე ან უნდა გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, მადლობას იმ კაცს გადავუხდი და არა ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც თვალს ვადევნებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის საკითხს.

მისი თქმით, არსებობს ერთ-ერთი მსხვილი პრობლემა, მათ შორის უფლებადაცვითი მიმართულებით, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უფლებების დაცვის საქმე პროპაგანდის ნაწილად აქციონ და ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს.

„აქ, საუბარი იმაზე კი არ არის ვინმეს უდანაშაულობა დაცული უნდა იყოს თუ არა და უფლებების დაცვას საკამათოდ არავინ თვლის, მაგრამ როდესაც ოპოზიცია განცხადებებით გამოდის და ცდილობს, რომ გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, აბსოლუტურად სწორია საზოგადოებას ვუთხრათ, ვინ არის ნამდვილი გმირი და აქ, მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ პროცესს ან უნდა გაემიჯნოს, ან ვინმემ მადლობები უნდა გადაუხადოს. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, მადლობას იმ კაცს გადავუხდი და არა, ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც თვალს ვადევნებთ. ამით დამთავრდეს, აღარ არის საჭირო ამის გამეორება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია