„გრინსერვის +“-ის თანამშრომლის ადვოკატი - ვაკის პარკის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ გააბათილა ბრალდების ყველა მტკიცება, რომ „გრინსერვისის“ მიერ განხორციელებული მოქმედებებით გაიზარდა რაიმე რისკი, პირიქით შემცირდა

ორივე მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ექსპერტებთან კომუნიკაცია, პროექტის პირველად ნიმუშებზე მოსაზრებების მიმოცვლა, ასევე წინასწარ მოწოდებულ შუალედურ და საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით, მათ შორის ამ პოზიციების გაცვლა ელექტრონული ფოსტით, რისთვისაც დევი კახოიძეა დაკავებული, არის აპრობირებული პრაქტიკა , - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული თანამშრომლის, დევი კახოიძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ომარ ფურცელაძის განცხადებით, მოწმის სახით დაკითხული „ვაკის პარკის“ პროექტის ავტორი ორგანიზაციის „ელემსის“ თანამშრომლების ჩვენებებმა ფაქტობრივად გააბათილა ბრალდების ყველა მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ „გრინსერვისის“ მიერ განხორციელებული მოქმედებებით გაიზარდა რაიმე რისკი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება მათ განიხილავდა, როგორც საკუთარ მოწმეებს, მინდა ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ძალიან ღირსეულმა პიროვნებამ, ვასო ნაცვლიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ ელექტრონული ხელმოწერები განთავსებული იყო „ელემსის" საერთო მოხმარების საოფისე კომპიუტერში და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის და შეეძლო გამოეყენებინა. იგივე დაადასტურა მეორე მოწმემ, ბატონმა ბოჭორიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ არსებობდა ერთგვარი ბლანკები „ელემსის“ თანამშრომლების ხელმოწერით და ბეჭდით, ცარიელი, რომელიც ივსებოდა შემდგომ და ეს იყო აპრობირებული პრაქტიკა ორგანიზაციისთვის.

ასევე, ვასო ნაცვლიშვილის ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ განხორციელებული ცვლილებებით, ტუმბოების განთავსების ადგილის ცვლილებით რისკი არ გაზრდილა და ეს გახლავთ ჰიდროლოგიაში აპრობირებული და უსაფრთხო ფაქტი. ასევე დაადასტურა, რომ ცხაურების განთავსება ემსახურება რისკების შემცირების მიზანს და ფაქტობრივად გააბათილა ბრალდების ყველა მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ „გრინსერვისის“ მიერ განხორციელებული მოქმედებებით გაიზარდა რაიმე რისკი, პირიქით შემცირდა“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად