ანი წითლიძე - ვითხოვთ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე ბრძანების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს დიდი დისკომფორტი შეექმნება

ვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მათ უფლებებს დავიცავთ ჩვენ, პარლამენტის წევრები და მას აქ, პარლამენტში შეექმნება დიდი დისკომფორტი ამის გამო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ, შალვა პაპუაშვილის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაპუაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბრძანებას, რაც შალვა პაპუაშვილმა გამოსცა. ამას აქვს ერთადერთი პოლიტიკური მოტივი, შეზღუდოს და საქმიანობა აუკრძალოს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს