„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" ხელოვანები - მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ. მოძრაობას უერთდებიან: პაატა ბურჭულაძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინა სუბლატი, „ლექს-სენი", ნანკა კალატოზიშვილი და სხვები.

ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ნიკა გვარამია ხელისუფლებისთვის გარეთაც საშიშია და ციხეშიც.

„ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს. გარეთ მისთვის პრობლემაა, ციხეშია - იგივე პრობლემაა. ასე რომ, ჩემი მისდამი რჩევა იქნება და მთელი "ქართული ოცნებისადმი", რომ ბატონებო, თქვენი სისტემა დალპა. ხომ ხედავთ, თქვენ მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა. ის თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ მაგ თანამდებობაზე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება