ბადრი ჯაფარიძე - ბევრი დამოუკიდებელი მოსამართლე მზადაა, „ქართული ოცნების“ კლანური დავალებების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მძლავრი დარტყმა მიიღეს და ახლა უსუსური მცდელობა აქვთ, სასამართლოს კლანის მსხვრევა არ დაუშვან. ამით ის პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა ბევრი დამოუკიდებელი მოსამართლე მზად არის, რომ „ქართული ოცნების“ კლანური დავალებების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა ერთი ძალიან დიდი შედეგი უკვე დააყენა. მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა იმ მოსამართლეებს, რომელთა მეშვეობითაც, თავიანთ პოლიტიკურ დევნას ახორციელებდნენ. ცხადია, რომ სანქციებმა ისედაც ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ სამსახურში იყვნენ, სააშკარაოზე გამოიტანა. ახლა პრემიერ-მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ ვინმეს ეჭვი ჰქონდა სასამართლოსა და „ქართულ ოცნებას“ შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სრულად გაფანტოს. ამიტომაა მმართველი გუნდის განცხადებები სრულად აბსურდული. თითქოს, აშშ-ს სჭირდება, რომ კობახიძეს რაღაც მტკიცებულებები წარუდგინოს. რეალურად, აშშ-ს სუვერენული უფლებაა, ამა თუ იმ პირს მათ ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მძლავრი დარტყმა მიიღეს და ახლა უსუსური მცდელობა აქვთ, თავისი ისტერიკული ნაბიჯებით სასამართლოს კლანის მსხვრევა არ დაუშვან. მინდა გითხრათ, რომ მარცხისთვის განწირულები არიან, რადგან კლანი დაირღვევა, სასამართლო გათავისუფლდება და დამოუკიდებელი მოსამართლეები აუცილებლად აღიმაღლებენ ხმას.

ბევრი დამოუკიდებელი მოსამართლე ახლა მზად არის, რომ „ქართული ოცნების“ კლანური დავალებების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციამ, საჭირო ხმების დასაგროვებლად, სრული მობილიზაცია უნდა შეძლოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს