ზურაბ აბაშიძე - სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგამ, საბა ბუაძემ საბრალდებო დასკვნა წაგვიკითხა, რაც ძალიან არასწორია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, სხდომაზე საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ „საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, რაც არასწორია მისი მხრიდან“.

„მე, როგორც ისტორიული უბნის წარმომადგენელს საკრებულოში, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მთაწმინდის რაიონში ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას. გუშინ გამართულ კომისიის სხდომაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შეხვედრაზე ძალიან ღიად განვიხილეთ არსებული პრობლემები. ჩვენი პოზიციაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ვიმსჯელეთ და გამოსავალი გზებიც დავსახეთ, თუმცა დღევანდელ სხდომაზე, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგამ, საბა ბუაძემ, საბრალდებო დასკვნა წაგვიკითხა, რაც ძალიან არასწორია მისი მხრიდან“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ.

ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა;

„რა არის იმაში ცუდი, თუ მეტი სარეკრეაციო სივრცე და გამწვანებული ზონა იქნება დედაქალაქში, მე მხარს ვუჭერ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან საჭიროა“,- დასძინა მან.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს