ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და დემონსტრაციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და ასევე, დემონსტრაციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა, ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პროექტიდან ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.

ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.

"კანონპროექტის მე-10-მე-11 მუხლები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ან სხვა კამპანიების და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვას უკავშირდებოდა. აქ ვენეციის კომისიამ უფლებების შელახვის შესაძლო რისკები დაინახა, რომ თუ ოლიგარქებს ეს უფლება აეკრძალებოდა, ეს უფლების გაუმართებლად შეზღუდვა იქნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ - ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს