BTU-ში მდგრადობის ლაბის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უმასპინძლა მდგრადობის თემაზე ჩატარებულ პანელურ დისკუსიას, რომელშიც კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პანელურ დისკუსიაზე მდგრადობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ჩატარდა მდგრადობის ლაბის ფარგლებში, რომელიც BTU-ში ახლახან შეიქმნა და მისი მიზანია მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების და მასალების შექმნა, სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო კამპუსის მდგრადობის გეგმის შექმნა და სხვა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • სალომე ზურაბიშვილი - Global Compact, დირექტორი;
  • ბაკურ ხუნდაძე - ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია;
  • სოლომონ პავლიაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • მარიტა არაბიძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების მიზნების დეპარტამენტის უფროსი;
  • მაია ცხვარაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის უფროსი.

დისკუსიის მოდერატორი გახლდათ BTU-ს კორპორაციული მდგრადობის მოწვეული ლექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მინდორის" აღმასრულებელი დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობა მდგრადობის თემაზე ახალგაზრდობის ჩართულობის მიმართულებით. მდგრადობის ლაბი, რომელიც უნივერსიტეტში შეიქმნა, სტუდენტებს საშუალებას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ მდგრადობის საკითხებზე, მიიღონ მეტი ინფორმაცია და ამავდროულად, პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სწორედ ამ თემას ეხებოდა პანელური დისკუსიაც, რომელსაც დიდი დატვირთვა ჰქონდა. ჩვენი დისკუსიის მონაწილეები იყვნენ კერძო და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები. მათ შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განახლებადი ენერგიების მიმართულებით ისაუბრა. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან კლიმატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება კერძო სექტორის წარმომადგენლისთვისაც მოესმინათ. კერძოდ ეს გახლდათ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც ნარჩენების მართვის ვალდებულებებსა და მნიშვნელობაზე საუბრობდა. ჩატარებული პანელური დისკუსია, ისევე როგორც მდგრადობის სასწავლო კურსი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე უნივერსიტეტის მხრიდან ძალიან საჭირო აქტივობებია. ახალგაზრდებს ვუმაღლებთ ცნობიერებას და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, კვლევებში ჩართვის საშუალებას ვაძლევთ. ამ მიმართულებით წარმატებული ქვეყნებს პრაქტიკა გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რადგან რამდენიმე წელში ისინი თავად იქნებიან იმ კერძო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მიმართულება უნდა განავითარონ,“ - განაცხადა ლანა ჩხარტიშვილმა.

მდგრადობის სასწავლო მოდული მდგრადობის ლაბის მიერ შემუშავდა. სწავლება საბაკალავრო საფეხურზე უკვე მიმდინარეობს, სადოქტორო საფეხურზე კი აღნიშნული საკითხების სამეცნიერო კვლევები ხორციელდება. სასწავლო მოდული აერთიანებს საგნებს: ცირკულარული ეკონომიკა, პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა და ბიზნესის მდგრადი განვითარება, მდგრადობა და ტექნოლოგიები, შესავალი კლიმატის ცვლილებების ფინანსებსა და ინვესტიციაში, კლიმატის ცვლილება.

ლაბის ფარგლებში ჩატარებული პანელური დისკუსიის პარალელურად, დაგეგმილია არაერთი პროექტი. მათ შორისაა:

  • ცირკულარული ეკონომიკის სტუდენტური ბანაკები;
  • იდეათონები მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი მოდელების განვითარებისთვის;
  • ჰაკათონები ბიოტექნოლოგიების და სხვა სფეროების გარშემო;
  • Zero Waste სტრატეგიაზე მომუშავე სტუდენტური ჯგუფის ფორმირება და სერვისები მცირე ბიზნესისთვის;
  • პლასტმასის ნარჩენების მართვის ყოველთვიური აქტივობები, პასუხისმგებლიანი ქცევის გარშემო ცნობიერების ამაღლება;
  • პასუხისმგებლიანი ინვესტირების ადვოკატირება მეწარმეობის ცენტრის მიერ;
  • კარბონის კრედიტის გაანგარიშების, მართვის და მონეტიზაციის პროგრამები ბიზნესისთვის და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, აგრეთვე დააანონსა კამპუსის მდგრადობის გეგმაზე მუშაობა. გეგმა საუკეთესო დასავლური პრაქტიკების გათვალისწინებით შეიქმნება და მოიცავს გრძელვადიან Net Zero სტრატეგიას, ნარჩენების მართვის საუნივერსიტეტო წესის შემუშავებას, განახლებადი ენერგორესურსის ეტაპობრივი დანერგვას, ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობას და სხვა.

(R)

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს