ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, როცა BBC-დან იგებ და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ, ეს არის გოიმობა - კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული, სააკაშვილის ფული არის სისხლიანი ფული

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ახლაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებას, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც "ფორმულას" 51%-ს ფლობს, 25 პროცენტს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ფული, რომლითაც ტელევიზია ფინანსდება, ბიზნესის რეკეტს, ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვას ეფუძნება.

„ეს ტელევიზია თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ევროპელი პენსიონერების ძარცვა. როდესაც ე.წ. ლიბერალების ნაწილი ამბობს, რომ „თურმე ეს რა გაიგეს“, მე მათ მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, ეს არ არის რაიმე ახალი. როცა BBC-დან იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დამნაშავეობას, ეს არის გოიმობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა ეს.

ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამ ტელევიზიებს და მათ შორის მაყურებელმაც, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით. კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული, სააკაშვილის ფული არის სისხლიანი ფული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში