ევროკავშირის ელჩი - ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს

მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.

„ჩვენ ქართულ მხარესთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ რეფორმების განხორციელებაზე. სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა პარლამენტშიც მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამ რეფორმას. კვლავ ვიტყვი, რომ მიღწეული პროგრესის შეფასება მოხდება მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფართოების ანგარიშის ფორმით და შემდეგ, 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შეაფასებს საქართველოს პროგრესს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით, მიმდინარე წლის დეკემბერში. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს“, - აღნიშნა ელჩმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა