უნგრეთის ელჩი - იმედი მაქვს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს წელს მიანიჭებენ

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაკავშირებაზე ევროპასთან და პირიქით, ევროპის კავშირზე საქართველოსთან, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ ჟურნალისტებთან, Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ეს კიდევ ერთი პატარა ნაბიჯია, მაგრამ არის ამავდროულად ნახტომიც კანდიდატის სტატუსისკენ, რომელსაც იმედი მაქვს, წელს მოგანიჭებენ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, ევროინტეგრაციაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ეხება ხალხს. ახლა ეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ადამიანი იმოგზაურებს ევროკავშირის ქვეყნებში და ევროპული ქვეყნებიდან უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ულამაზესი საქართველოს სანახავად. იმედი მაქვს, აქ მალე ვიქნებით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბაზების გახსნაზეც“, - განაცხადა ელჩმა.

2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025